ქართული ციხის ისტორია – ფილმი “კომა” – თელავში [VIDEO]

169d8a8d27ad

ფილმი “კომა” საკმაოდ მძიმე ისტორიას ასახავს, რომელიც აჩიკო ქავთარაძემ, ლაშა ბუღაძესთან ერთად, გაგონილი თუ უშუალოდ მოსმენილი ციხეში მომხდარი სხვადასხვა ამბის გაერთიანებით შექმნა. როგორც აჩიკო ამბობს, ამ ისტორიებით სპეციალურად არ დაინტერესებულა, უბრალოდ, ყველა ჩვენგანი ამ ინფორმაციის მორევში ცხოვრობს და როგორც ჩანს, რეალური ამბები, რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ფილმი, მასთან “თავისი ფეხით მივიდნენ”.

ფილმის პროდიუსერის ვატო ქავთარაძის თქმით ზოგადად, ფილმი არა მხოლოდ ციხის ცხოვრებაზეა, არამედ იმ ტაბუირებულ თემებზეც, რომლებზე საუბარსაც საზოგადოება გაურბის.

ორიოდ სიტყვა ფილმის შინაარსზე – “კომა” მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას შესახებ. საავტომობილო ავარიის შემდეგ ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება და ნახავს, როგორია რეალობა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა – ახალ სამყაროში ადამიანებს ცინიკურად და არაადამიანურად ეპყრობიან. ამას საკუთარ ტყავზეც გამოცდის და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. პარალელური ამბავი ვითარდება საავადმყოფოში, სადაც ავარიის მსხვერპლები წვანან, ერთ-ერთი მათგანი კი კომაშია…

ფილმის ჩვენება ტელავის სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში 22 მარტს ორ სეანსად გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>